გარანტიის პირობები:
Anymaka უფრთხილდება ბრენდის სახელს და ნებისმიერი პროდუქტი სპეციალურ შემოწმებას გადის გაყიდვამდე. მიუხედავად ამისა, თუ 2 წლის განმავლობაში პროდუქტს შეექმნება პრობლემა ან აღმოაჩენთ დეფექტს, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ დაზიანებული დეტალი უფასოდ შეგიცვალოთ და გაგიწიოთ კონსულტაცია.
გარანტია ვრცელდება მომხმარებლებზე, რომელიც ყიდულობენ პირდაპირ Anymaka-ს ავტორიზებული ვებგვერდიდან, მაღაზიებიდან ან ავტორიზებული დილერებისგან.
გარანტიის პირობებით გათვალისწინებული სერვისით სარგებლობისთვის უნდა წარმოადგინოთ შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გარანტია მოიცავს წარმოების დეფექტის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრას. ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი დეფექტური მასალაზე, მათ შორის ელვა–შესაკრავებზე, ბალთებზე, ქსოვილებზე, ნაკერებსა თუ კონსტრუქციაზე. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს შეხედულებებზე დაყრდნობით მივიღოთ
გარანტია არ ვრცელდება:
- ნორმალური ცვეთა, მათ შორის დაზიანება, რომელიც ბუნებრივად ხდება პროდუქტის რეგულარული გამოყენებისა და დაძველების შედეგად
- კოსმეტიკური ცვეთა, რომელიც არ არის დაკავშირებული პროდუქტის ფუნქციასთან ან უსაფრთხო გამოყენებასთან. მაგ: მოშვებული ძაფი, ნაკაწრი, ლაქები და ა.შ.
- ინსტრუქციის დარღვევით გამოყენების შემთხვევები, როგორიცაა ჰამაკზე ხტომა, ქანაობა ან წონის ლიმიტის გადაჭარბება (მაქსიმუმი ქონა 250კგ)
- კონსტრუქციის ელემენტების დაზიანება UV გავლენით
- შემთხვევები, რომელიც გამოწვეულია გარეშე ფაქტორებით, მაგ: ცხოველების მიერ ჰამაკის ან კონსტრუქციის დაზიანება, ცეცხლის ალის მოხვედრა, მძიმე საგნების მოხვედრა და ა.შ.
- პროდუქცის შემადგენელი ნაწილების თვითნებური შეცვლა, რომელმაც მათ ფუნქციურ დატვირთვას უცვლის.
- ღვედების ან ჩანთის შეცვლა
- მოპარული ან დაკარგული აღჭურვილობა
ჩვენი პროდუქტების გამოყენებამდე, დარწმუნდით რომ გაეცანით და მიჰყვებით უსაფრთხოების ინსტრუქციას. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი აღჭურვილობა შექმნილია უმაღლესი ხარისხის მასალებითა და ითვალისწინებს მაღალი უსაფრთხოების სტანდარტს, Anyamaka არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენი ან სხვების დაზიანებაზე. ჩვენ გირჩევთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ გამოყენების ინსტრუქციას და გულდასმით დაიცვათ უსაფრთხოების წესები.
შეკთხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
გისურვებთ სასიამოვნო შოპინგს,
Anymaka Georgia