
Anymaka – ჰამაკის კომფორტი, ყველგან სადაც გსურთ!
Anymaka ახალი ინოვაციური ბრენდია, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, გამძლე მასალებსა და ჭკვიან დიზაინს, რათა ნებისმიერ ადგილას შესაძლებელი იყოს ჰამაკის გაშლა და დასვენება
ბრენდი ჰონგ-კონგში შეიქმნა, სადაც ორი დამფუძნებლის იდეა გაერთიანდა – შეექმნათ მსუბუქი, მარტივად სატარებელი და სტაბილური ჰამაკის სადგამი, რომელიც წამებში გაიშლებოდა და დაიდგმებოდა თითქმის ყველგან.
anymaka.ge წარმოადგენს ბრენდის რეგიონალური ფილიალის ვებსაიტს. ბრენდის საერთაშორისო ვებგვერდი – https://eu.anymaka.com/
Anymaka საქართველო
საქართველოში ლაშქრობა, ბუნებაში დასვენება და კემპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა, ხშირად რთულია ჰამაკისთვის შესაფერისი ადგილის პოვნა – ხეების ან სხვა საყრდენის გარეშე მისი გამოყენება შეუძლებელია.
Anymaka სწორედ ამ პრობლემას გადაჭრის! ჩვენ გადავწყვიტეთ ოფიციალურად შემოგთავაზოთ Anymaka–ს ჰამაკები და სადგამები, რათა მოგზაურობა, დასვენება და ბუნებაში გატარებული დრო კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს.
თუ გსურთ ჰამაკის თავისუფლებით ტკბობა ნებისმიერ გარემოში, Anymaka თქვენი საუკეთესო არჩევანია!
რატომ Anymaka?
- მაქსიმალური კომფორტი და თავისუფლება – აღარ დაგჭირდებათ ხის ან სხვა საყრდენის ძიება. Anymaka-ს სტენდი გაძლევთ საშუალებას, ნებისმიერ ადგილას მოიწყოთ ჰამაკის კომფორტი – იქნება ეს სახლი, ბაღი, ზღვის სანაპირო თუ მთის მწვერვალი.
- სუპერ სწრაფი მონტაჟი – მის გაშლას რამოდენიმე წამი სჭირდება და არ მოითხოვს ფიზიკურ ძალას
- მსუბუქი და კომპაქტური – საავიაციო ხარისხის ალუმინისგან დამზადებული ჩარჩო გამძლე, მაგრამ ამავდროულად საოცრად მსუბუქია. დაკეცილი სტენდი ეტევა ნებისმიერ მანქანის საბარგულში, რაც მას იდეალურს ხდის მოგზაურობისთვის და კემპინგისთვის.
- ორმაგი ფუნქციონალი – სადგამი არა მხოლოდ ჰამაკის დასაყენებლადაა შექმნილი, არამედ სავარძლის რეჟიმიც აქვს, რაც მრავალფუნქციურად გამოყენების საშუალებას იძლევა.
- მაღალი ტვირთამწეობა – Anymaka-ს სტენდი უძლებს 250 კგ-მდე (550 lbs) წონას
- უნივერსალური თავსებადობა – მისი სამაგრი სისტემა საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ ნებისმიერი ჰამაკი, რაც მას განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის.
Anymaka საქართველო – ი/მ გაგი ნარტყოშვილი, 01408064507